logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „მრეწველებმა“ განაცხადეს, ბიძინა უნდა დამთავრდეს პოლიტიკაშიო!
- +

12 სექტემბერი. 2016. 16:00



აშკარად პრორუსული კვალი დაედო დღეს მრეწველებს", შესაბამისად, ფავორიტებში ვეღარ დავასახელებდი", - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.


 

მრეწველები" ძალიან იოლად მიჰყვებოდნენ ძირითად გუნდს, მაგრამ თუ გავიხსენებთ გოგი თოფაძის რამდენიმე განცხადებას, რომელიც ეჭვს იწვევდა მისი პრორუსულობის შესახებ, შემდეგომ ეტაპზე მათ პრაქტიკულად, ეს მიმართულება დახვეწეს და აშკარად პრორუსული კვალი დაედო დღეს მრეწველებს", შესაბამისად, ფავორიტებში ვეღარ დავასახელებდი. ეს პარტია, სამწუხაროდ, დღეს არ ჩანს. ერთი, რაც ვნახე რამდენიმე დღის წინ, სადღაც მაჟორიტარი აირჩიეს და ერთი განცხადება, რაც ჰქონდათ, ის იყო, რომ ბიძინა უნდა დამთავრდეს პოლიტიკაშიო. შესაბამისად, მათზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ", - განაცხადა ივანიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner