logo_geo
eng_logo
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენ უკვე ვასრულებთ ნატოს იმ მოთხოვნას, რაც დაფინანსებასთან დაკავშირებით მას აქვს წევრი ქვეყნების მიმართ - 2024 წელს ჩვენი ბიუჯეტი 26%-ით გაიზრდება
- +

17 დეკემბერი. 2023. 23:58

 

 

“ჩვენ უკვე ვასრულებთ NATO-ს იმ მოთხოვნას, რაც დაფინანსებასთან დაკავშირებით მას აქვს წევრი ქვეყნების მიმართ - 2024 წელს ჩვენი ბიუჯეტი 26%-ით გაიზრდება”, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, 2019 წლიდან, რაც თავდაცვის მინისტრი პრემიერი გახდა, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები დღემდე 45%-ით გაიზარდა.

 

„თუ ანაზღაურება იყო 900 ლარი. გახდა 1500 ლარი. იანვრიდან ჩვენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს კიდევ 10%-ით გავუზრდით ანაზღაურებას და ჩვენთან მინიმალური დარიცხული ხელფასი 1700 ლარი გახდება. ამას ემატება დანამატები და საშუალო რგოლის სამხედრო მოსამსახურეებზე ეს კიდევ უფრო მეტია. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს პროცესი გავაჩეროთ. ქვეყნის განვითარების პარალელურად ეს პროცესი წინ წავა“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

 

მისივე თქმით, მომავალ წელს მიმდინარე წელთან შედარებით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 26%-ით გაიზრდება.

 

„თუ ჩვენი ეკონომიკა, ვთქვათ, იზრდება 10%-ით და ეს ბოლო 3 წლის განმავლობაში ძალიან დიდი შედეგია, ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტით იზრდება და ის მოთხოვნა, რაც NATO-ს გააჩნია, NATO-ს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების მიმართ, ბევრი NATO-ს წევრი ქვეყანაც კი ამ შედეგს აქამდე ვერ აღწევდა. აქ ჩვენ ყოველწლიურად პროგრესი გვაქვს და ფაქტობრივად, ჩვენ უკვე ვასრულებთ NATO-ს იმ მოთხოვნას, რაც აქვს ფინანსური მოთხოვნა წევრი ქვეყნების მიმართ. 2024 წელს ჩვენი ბიუჯეტი 26%-ით გაიზრდება“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner