logo_geo
eng_logo
ზურაბ აზარაშვილი: ჩვენი უდიდესი მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება. ამასთან ერთად არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ის დიდი მიზანი, რაც არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება
- +

18 დეკემბერი. 2023. 00:15

 

 

ზურაბ აზარაშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას გამოეხმაურა. ამ თემაზე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გადაცემაში იმედი LIVE“ ისაუბრა.

 

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც უშუალოდ იყო ჩართული ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ასევე მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილებები, რაც ქვეყანამ ბოლო წლებში გადადგა ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის. ჩვენი უდიდესი მიზანი ამის შემდეგ არის ევროკავშირში გაწევრიანება. ამასთან ერთად არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ის დიდი მიზანი, რაც არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. მჯერა, რომ ასეთი სწორი, თანმიმდევრული და ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილებებით ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner