logo_geo
eng_logo
ზურაბ აზარაშვილი: ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენს მოქალაქეებს უმკურნალონ მაღალხარისხიანად და ამაში გადავიხადოთ სამართლიანი ტარიფები
- +

18 დეკემბერი. 2023. 00:25

 

 

ზურაბ აზარაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში არსებულ სერვისებზე ისაუბრა. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეს საკითხი გადაცემაში იმედი LIVE“ განიხილა.

 

„რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას, ბოლო წლებში აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა რეფორმაზე. ეს სისტემა კიდევ უფრო ორიენტირებული და ფოკუსირებული უნდა იყოს ჩვენს მოქალაქეებზე. თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება ბიუჯეტისა თუ ხარისხის გაზრდის კუთხით, ამასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა მინისტრმა.

 

მან აქცენტი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მის ფარგლებში 30-ზე მეტი ბავშვი 3 ქვეყანაში მკურნალობს.

 

მინისტრმა ასევე საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს წარჩინებული სტუდენტების საზღვარგარეთ რეზიდენტურის პროგრამის ფარგლებში გაგზავნა.

 

„ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენს მოქალაქეებს უმკურნალონ მაღალხარისხიანად და ამაში გადავიხადოთ სამართლიანი ტარიფები“, - აღნიშნა აზარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner