ზურაბ აზარაშვილმა მედიკამენტების ფასებისა და ხარისხის კონტროლისთვის განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. ამ თემაზე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გადაცემაში იმედი LIVE“ გააკეთა კომენტარი.
„დღეისათვის ყველა ძირითად მედიკამენტზე, რომელიც სისტემაში ბრუნავს, დაწესებულია სამართლიანი ზედა ზღვარი. მოვუწოდებთ ფარმაცევტულ კომპანიებს, ამ ჭერის ფარგლებში გაუწიონ ერთმანეთს კონკურენცია“, - განაცხადა მინისტრმა.