“DRG სისტემა საქართველოში 2022 წლიდან მოქმედებს. გასულ წელს სახელმწიფოს მიერ DRG-სისტემით კლინიკებისთვის გადახდილი თანხა 880მლნ ლარი იყო, წელს კი 1,060მლრდ ფარგლებშია”, - განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გადაცემაში იმედი LIVE“.
ზურაბ აზარაშვილმა DRG-სისტემის შესახებ ისაუბრა, რომელიც პაციენტთა ფინანსურ დაცულობას უზრუნველყოფს.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მშობიარობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს სახელმწიფო თავის თავზე იღებს და ასევე სრულად ფინანსდება ორსულთა ექიმთან ვიზიტი, კერძოდ, მშობიარობამდე 8 ვიზიტი.
„DRG-სისტემა ჩვენი მოგონილი არ არის და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული. ევროპის ქვეყნების მაგალითებზე ავიღეთ ის მიდგომები, რაც ამ სისტემაშია გათვალისწინებული. ვფიქრობ, დღევანდელ რეალობას სრულად შეესაბამება და ეს არის სამართლიანი“, - განაცხადა აზარაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული სისტემა 2022 წლიდან მოქმედებს. შესაბამისად, გასულ წელს სახელმწიფოს მიერ DRG-სისტემით კლინიკებისთვის გადახდილი თანხა 880მლნ ლარი იყო, წელს კი 1,060მლრდ ფარგლებშია.
„ეს კი ნიშნავს იმას, რომ რაც კი შეიძლებოდა ჩვენს მოქალაქეს ჯიბიდან გადაეხადათ, ჩვენ ამას მაქსიმალურად ვაზღვევთ და ვთხოვთ კლინიკებს, არანაირი დამატებითი ხარჯი ჯიბიდან არ გადაახდევინონ“, - აღნიშნა მინისტრმა.