logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: პრემიერის ანგარიშში მთავარი აქცენტები დემოკრატიული საკითხების გარშემო იქნება გაკეთებული
- +

18 დეკემბერი. 2023. 10:24

 

 

„პრემიერის ანგარიშში დემოკრატიული საკითხების გარშემო იქნება მთავარი აქცენტები გაკეთებული“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„სასაუბრო ძალიან ბევრია, რასაკვირველია. მთავარი თემა სტაბილურობის შენარჩუნებაა, მითუმეტეს, რომ ასეთი დიდი პროექტების დაწყებაზე საუბრობს უკვე დასავლეთიც და აღმოსავლეთიც და ამ დამაკავშირებელ გზაზე საქართველოს საგანგებო მნიშვნელობა აქვს. დემოკრატიული საკითხების გარშემო იქნება მთავარი აქცენტები გაკეთებული პრემიერის ანგარიშში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მედიასა და საზოგადოებას მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner