logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ევროინტეგრაციის მატარებლიდან ოპოზიციის ვაგონი არის ჩახსნილი
- +

18 დეკემბერი. 2023. 11:59

 

 

„რაც შეეხება ოპოზიციას და შემდეგ მათ მონაწილეობას თუ არმონაწილეობას სამუშაო ჯგუფებში, ჩვენ საზოგადოებას არაერთხელ ვუთხარით, რომ ევროინტეგრაციის მატარებლიდან ოპოზიციის ვაგონი არის ჩახსნილი“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

„შესაბამისად, მათი ვაგონი გაჩერებულია. ახლა ისინი ამ ვაგონს ხელით მიაწვებიან და გააგორებენ თუ გაჩერებულ ვაგონში გააგრძელებენ ცხოვრებას, ეს მათი გადასაწყვეტია და დრო გვიჩვენებს. საქართველო და ქართველი ხალხი აგრძელებს ცხოვრებას, მათ შორის აგრძელებს ევროინტეგრაციას და შესაბამისად, მათი მონაწილეობა-არმონაწილეობა აბსოლუტურად არ აისახება საბოლოო შედეგებზე“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner