„მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, პარტნიორებს, თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული თქვენი ხმა და თქვენი მხარდაჭერა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს.
„მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, პარტნიორებს, თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული თქვენი ხმა და თქვენი მხარდაჭერა. მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ევროკომისიის პრეზიდენტს და მთლიანად ევროპელ ლიდერებს, ბატონ შარლ მიშელს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ვარჰეის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გვეხმარებოდა ჩვენ და ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი იყო ჩვენი მისწრაფების და რა თქმა უნდა, 27-ვე ქვეყნის ლიდერებს, 27-ვე ქვეყანას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მინდა მადლობა ვუთხრა და მათ ელჩებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ჩვენთან, ამ დარბაზში. მადლობა! გულწრფელად მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ მეგობრებს.
მე ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ სალივანს. მე ეს რამდენიმე კვირის წინ ვთქვი, მაშინ, როდესაც, უკვე რეკომენდაცია გაიცა ევროკომისიის მიერ, რომ ბატონი სალივანი იყო ერთ-ერთი გამოკვეთილი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის წარმატების ევროპულ გზაზე და მე მქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა მასთან., ჩვენ ბევრი საკითხი განვიხილეთ და გადავწყვიტეთ. ბევრი საკითხი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას და ჩვენს მომავალ პარტნიორობას შეეხება. და რა თქმა უნდა, მადლობა მინდა ვუთხრა ამერიკის ახალ ელჩს, რომელიც პირადად იყო ჩასული ბრიუსელში და იყო ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერი ამ წარმატების“, - განაცხადა პრემიერმა.