„ვანელები და ხონელები მიიღებენ მაგარ მაჟორიტარ დეპუტატს, თუ ლილუაშვილს დაუჭერენ მხარს",- ამ სიტყვებით აფასებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნებიდან" ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გრიგოლ ლილუაშვილს „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონალურ მედიასთან".
ივანიშვილის განცხადებით, ლილუაშვილი არის ძალიან კარგი მენეჯერი და მასზე მხოლოდ კარგის თქმა შეუძლია.
„ლილუაშვილი ძალიან კარგი მენეჯერია, დიდხანს იმუშავა „ქართუში" და კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი",- აღნიშნა ივანიშვილმა.