logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ლილუაშვილი ძალიან კარგი მენეჯერია
- +

12 სექტემბერი. 2016. 16:05


 

„ვანელები და ხონელები მიიღებენ მაგარ მაჟორიტარ დეპუტატს, თუ ლილუაშვილს დაუჭერენ მხარს",- ამ სიტყვებით აფასებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნებიდან" ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გრიგოლ ლილუაშვილს „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონალურ მედიასთან".


ივანიშვილის განცხადებით, ლილუაშვილი არის ძალიან კარგი მენეჯერი და მასზე მხოლოდ კარგის თქმა შეუძლია.


„ლილუაშვილი ძალიან კარგი მენეჯერია, დიდხანს იმუშავა „ქართუში" და კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი",- აღნიშნა ივანიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner