„2011 წელს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების ბიუჯეტი, ერთობლივად, 100 მლნ ლარს შეადგენდა. წელს 600 მილიონზე მეტია და 2024 წელს იქნება მეტი, 688 მლნ ლარი. თითქმის 7-ჯერ გაიზარდა სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2013 წლიდან დღემდე 46 000-ამდე ბენეფიციარზე გაცემულია 5,9 მლრდ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი;
„რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, მეგობრებო, ესეც ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ჩვენი მთავრობის. მოსვლის დრიდან ჩვენ სოფლის მეურნეობას მაქსიმალურად ვეხმარებით.
2011 წელს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების ბიუჯეტი, ერთობლივად, 100 მლნ ლარს შეადგენდა. წელს 600 მილიონზე მეტია და 2024 წელს იქნება მეტი, 688 მლნ ლარი. თითქმის 7-ჯერ გაიზარდა სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი.
ბოლო 11 წლის განმავლობაში ქვეყანაში აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება 112%-ით გაიზარდა და შეადგინა 15 მილიარდ ლარზე მეტი. ბოლო 10 წლის განმავლობაში თითქმის 100%-ით, 4 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება.
ჩვენს მიერ დაწყებული პროგრამის „დანერგე მომავლის“ ფარგლებში დაფინანსებულია 22 ათას ჰექტარზე მეტი ბაღების გაშენება და სარწყავი სისტემების მოწყობა. 22 ათასი ჰექტარი ახალი ბაღები გაშენდა ბოლო 11 წელიწადში.
2013 წლიდან დღემდე 46 000-ამდე ბენეფიციარზე გაცემულია 5,9 მლრდ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი; წლევანდელი 10 თვის მონაცემით, პროგრამით 7 700 ბენეფიციარმა ისარგებლა. გაცემული 890 მლნ ლარზე მეტი სესხიდან სახელმწიფო თანადაფინანსება 200 მლნ ლარზე მეტია. ეს მხოლოდ წლევანდელი მონაცემი გაგიზიარეთ.
ჩვენ ასევე ვეხმარებით მაქსიმალურად ჩვენს ფერმერებს, რომ განავიტარონ პროდუქციის შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოები. ჯამში დაფინანსებულია 240 საწარმოსა და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა. საწარმოების სრულად ამოქმედების შედეგად ყოველწლიურად 250 მლნ ლარის ღირებულების პროდუქცია შეიქმნება; შემნახველი საწარმოების ტევადობა 140 000 ტონას მიაღწევს.
რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით გაწეულ სამუშაოს - მთავრობის მხრიდან ათეულობით მილიონი. სულ რაღაც ბოლო 4 წელიწადში გამოიყო 75 მლნ ლარია გაცემული და 5 000-ზე მეტი ერთეული ტექნიკის შეძენაში დაეხმარა მთავრობა ჩვენს ფერმერებს ბოლო3-4 წელიწადში“, - განაცხადა პრემიერმა.