logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: პირველი გადახტა უსუფაშვილი და მარგველაშვილს „გაუპრავა“!
- +

12 სექტემბერი. 2016. 16:06



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საუბედუროდ, არც რესპუბლიკური პარტია და არც „თავისუფალი დემოკრატები" „ქართული ოცნების" ალტერნატივა არ არის.


 

გარდა იმისა, რომ დავით უსუფაშვილი პარლამენტის სპიკერია, ის არის საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. როცა მკითხა, რომ საკონსტიტუციო კომისია ყალიბდება და ჩემს თავმჯდომარეობაზე რას იტყვიო, არც მიფიქრია, რომ სხვა იქნებოდა თავმჯდომარე, ასე რომ, ის ოთხი წელია საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეა. იქვე შედის ხმალაძეც, რომელსაც მე ვიცნობ, როგორც კარგ იურისტს. თითი თითზე არ დაუდიათ ამ კომისიაში. ბევრი რამ იყო შესაცვლელი, მათ შორის პრეზიდენტის შესახებ კანონი. კოალიციაში შეთანხმებული ვიყავით დარესპუბლიკელებთანაც" რამდენჯერმე გვქონდა საუბარი, რომ საერთო, საჯაროდ არჩევა არ უნდა მოხდეს პრეზიდენტის, რომელსაც ასეთი შეკვეცილი უფლებები აქვს. ასეთი შეკვეცილი უფლებებით პრეზიდენტის არჩევა დაბნეულობას იწვევს და თავად გიორგი მარგველაშვილიც დაბნეულია. შეთანხმებული ვიყავით, რომ ეს უნდა შეცვლილიყო. ადრე ვუსაყვედურერესპუბლიკელებს", რატომგაუპრავეს" მარგველაშვილს სააკაშვილის სასახლეში შესვლა. პირველი გადახტა უსუფაშვილი დაგაუპრავა". ისინი ეთამაშებოდნენ მარგველაშვილს. რესპუბლიკელებმა" გაითავისონ, რომ არ შეიძლება, საკუთარ პარტიას გადაახარჯო ქვეყნის ინტერესები. ეს მქონდა მხედველობაში, როცა ვთქვი, სადაც იწყება რესპუბლიკური პარტია, იქ მთავრდება ქვეყნის ინტერესები-თქო. თუმცა ამ პარტიას აქვს თავისი დამსახურებები, მაგრამ სწორედ ამან არ მომცა საშუალება, მათთვისაც დამეჭირა მხარი, თუ ჩემი მხარდაჭერა რამეს ნიშნავს. საუბედუროდ, არც რესპუბლიკური პარტია და არც თავისუფალი დემოკრატები" ქართული ოცნების" ალტერნატივა არ არის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner