logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: უკრაინისთვის მოლაპარაკებების ფანჯარა გაიხსნა, მაგრამ ამასთან ერთად უმჯობესი იქნებოდა, სამიტს მიეღო გადაწყვეტილება იმ 50 მლრდ-ის დახმარების მიცემაზე უკრაინისთვის, რომელიც ჯერ კიდევ დაბლოკილია
- +

18 დეკემბერი. 2023. 18:59

 

 

„უკრაინას სჭირდება იარაღი, პენსიების გაცემა (რისი საჭიროებაც ძალიან მალე, თვის ბოლოს დადგება) და უამრავი რამ, რაც შეუძლებელი იქნება იმ დახმარების გარეშე, რომელიც ჯერ კიდევ დაბლოკილია - აშშ-ში 61 მლრდ დოლარი და ევროკავშირში 50 მლრდ ევრო. სწორედ ეს იქნებოდა ახლა რეალური დახმარება უკრაინისთვის,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

მისი თქმით, მართალია, კარგია, რომ ევროკავშირის სამიტმა უკრაინას მოლაპარაკებების ფანჯარა გაუხსნა ევროკავშირის წევრობის საკითხზე, მაგრამ ამ ეტაპზე უკრაინისთვის ამ შანსის მიცემასთან ერთად საჭიროა ფულადი დახმარება, რომელიც ევროკავშირს დაბლოკილი აქვს.

 

„უკრაინამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შემდგომი ეტაპი - მისთვის მოლაპარაკებების ფანჯარა გაიხსნა და უნგრეთის პრემიერი, რომელიც ამბობდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა თანახმა, უცებ დათანხმდა ამას. მეორე მხრივ, უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, ევროკავშირის ამ სამიტს მიეღო გადაწყვეტილება იმ 50 მლრდ-ის დახმარების მიცემაზე, რომელიც ჯერ კიდევ დაბლოკილია. უკრაინას ეს ახლა ძალიან სჭირდება, რადგან სჭირდება იარაღი, პენსიების გაცემა (რისი საჭიროებაც ძალიან მალე, თვის ბოლოს დადგება) და უამრავი რამ, რაც შეუძლებელი იქნება იმ დახმარების გარეშე, რომელიც ჯერ კიდევ დაბლოკილია აშშ-ში 61 მლრდ დოლარი და ევროკავშირში 50 მლრდ ევრო. სწორედ ეს იქნებოდა ახლა რეალური დახმარება უკრაინისთვის, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების ფანჯრის გახსნასთან ერთად, მაგრამ ის დახმარება ამ ეტაპზე გაცილებით უფრო სჭირდება უკრაინას და უფრო მნიშვნელოვანია, რადგან როგორ მოხერხდება ომში მყოფ ქვეყანაში იმ რეფორმების გატარება, რასაც მოლაპარაკებების ეტაპი ითვალისწინებს, ცოტა რთულად წარმოსადგენია.

აღსანიშნავია, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით აქამდე, ახლა ამაზე უკვე საუბრობენ ევროპელი ლიდერები. მაგალითად, დღეს სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიცომ პირდაპირ თქვა, რომ დასავლური პრესა უბრალოდ არ ამბობს სიმართლეს უკრაინის ომის შესახებ და საბოლოო ჯამში ეს ომი იქცა ოქროს კერპად მსოფლიოს იარაღით მოვაჭრეებისთვის, როგორც მწარმოებლებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ვაჭრობაში არიან ჩართულები. მსგავსი განცხადება რომ ჩვენს ქვეყანაში ვინმემ გააკეთოს, ანათემას გადასცემენ და იტყვიან, რომ ის არის ანტიდასავლელი. დასავლელი ლიდერები კი ამაზე ღიად საუბრობენ. დასავლეთი სწორედ იმიტომ არის ჩვენთვის სასურველი, რომ იქ ჩვეულებრივი ამბავია აზრთა სხვადასხვაობა“. - განაცხადა სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner