logo_geo
eng_logo
გურამ ომიაძე: არავის აქვს პატრიარქის კრიტიკის უფლება!
- +

11 მარტი. 2016. 22:57


რას ფიქრობს საზოგადოება მწერალ ზაზა ბურჭულაძის განცხადებაზე, რომელიც მან პატრიარქთან დაკავშირებით გააკეთა - ამ საკითხზე „რეპორტიორმა" ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა. გთავაზობთ ლექტორ გურამ ომიაძის მოსაზრებას:


„ილია მეორეს მსგავსი კეთილშიბილი ადამიანი ქვეყანაზე არ არსებობს. ხალხის დამხმარეა, მან საუკუნეზე მეტხანს უნდა იცოცხლოს, რომ ხალხს რწმენა და სიყვარული შეუნარჩუნოს. არავის აქვს მისი კრიტიკის უფლება. მას თავისი ერი, თავისი ქვეყანა - საქართველო უყვარს... რაც შეეხება ზაზა ბურჭულაძეს, ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვების გამო, მიმაჩნია, რომ ძალიან გათახსირებული კაცია", - აცხადებს ომიაძე.


„ქართველების გამკვირვებია, რომ ქალაქში სტიქიის დროს ზოოპარკიდან გამოსული მძიმე ცხოველები დავაძინეთ და დავხოცეთ, მაშინ როცა მთავარი მტაცებელი არის თავისუფალი. ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა მოვათავსოთ პატრიარქი ვოლიერში, როგორც დიდი მტაცებელი. ამაზე დიდი მტაცებელი მე არ ვიცი", - განაცხადა მწერალმა ზაზა ბურჭულაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner