logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ვფიქრობ, მოჯადოებული წრიდან გამოვედით
- +

12 სექტემბერი. 2016. 16:07



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონალურ მედიასთან"  90-იანი წლების სამოქალაქო ომის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში „ზვიად გამსახურდიას საქმე" გადაკვალიფიცირდა.


„ახალმა მთავრობამ შეცვალა კვალიფიკაცია ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით, რომ თვითმკვლელობის ნაცვლად, მკვლელობაზე მიდის გამოძიება. იქ რაც მოხდა, სამოქალაქო ომი, ჯერ არცერთი ომი არ არის კარგი, მაგრამ სამოქალაქო ომი არის ყველაზე საშინელი და ჩვენ ეს მოვახერხეთ.  ჩვენი მოუმზადებლობის, ბევრი შეცდომის შედეგი გახლდათ ეს ყველაფერი. დღესაც ვცდილობთ, რომ შევაფასოთ, რა მოხდა 90-იან წლებში. ვფიქრობ, რომ მოჯადოებული წრიდან გამოვედით. ეს ოთხი წელიწადი საქართველო მიდის სწორი მიმართულებით, ჰყავს სწორი მთავრობა, ხალხის სამსახურში მდგომი", - განაცხადა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner