ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპული საბჭო ავრცელებს.
"ამ მე-12 პაკეტით ჩვენ წარმოვადგენთ ეკონომიკური ზომების ძლიერ ჩამონათვალს, რომელიც კიდევ უფრო შეასუსტებს რუსეთის საომარ მანქანას. ჩვენი გზავნილი ნათელია, როგორც უკვე განვაცხადე: ჩვენ მტკიცედ ვრჩებით უკრაინისადმი ჩვენს ერთგულებაში და გავაგრძელებთ მისი ბრძოლის მხარდაჭერას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის", - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
ევროკავშირი აწესებს აკრძალვას რუსეთიდან ბრილიანტების პირდაპირ ან ირიბ იმპორტზე, შეძენასა და გადაცემაზე.
დღევანდელი გადაწყვეტილება მოითხოვს, რომ ევროკავშირის ექსპორტიორებმა ხელშეკრულებით აკრძალონ რუსეთში რეექსპორტი და განსაკუთრებით სენსიტიური საქონლისა და ტექნოლოგიების რეექსპორტი მესამე ქვეყანაში გაყიდვის, მიწოდების, გადაცემის ან ექსპორტის დროს, გარდა პარტნიორი ქვეყნებისა.
ევროპულმა საბჭომ 29 ახალი სუბიექტი დაამატა იმ სიაში, ვინც უშუალოდ უჭერს მხარს რუსეთის სამხედრო და ინდუსტრიულ კომპლექსს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში.