ევროკავშირმა გადადო საგანგებო სამიტი, რომელმაც ბიუჯეტისა და უკრაინისათვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფის საკითხი უნდა განიხილოს. სამიტი ჩატარდება არა იანვარში, როგორც მოსალოდნელი იყო, არამედ 1-ელ თებერვალს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 26 ქვეყნის ლიდერებს ჯერ კიდევ სურთ დაარწმუნონ უნგრეთი გადაწყვეტილებაზე ვეტოს მოხსნაში.
"ევროკავშირის სამიტი მრავალწლიანი ბიუჯეტის შესახებ 1-ელ თებერვალს გაიმართება. უკრაინის დახმარების დასამტკიცებლად, ცოტა მეტი დრო გვჭირდება უნგრეთის დასარწმუნებლად", - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.