logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ისეთი არაფერი უნდა მიიღო, მათ შორის, არც კანონი, რაც შენს საბაზისო ფასეულობებს აკნინებს და საფრთხის ქვეშ აყენებს
- +

18 დეკემბერი. 2023. 22:09

"ევროკავშირის გადამეტებული დემონიზაცია არავის სჭირდება - იქ ისედაც მიმდინარეობს ის პროცესი, რომლითაც ყველას ძალიან კარგად ესმის, თუ რა უშლის ხელს მათ იდენტობას, ტრადიციებს, სარწმუნოებასა და ა.შ.," - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ევროკავშირის წევრმა ბევრმა ქვეყანამ თქვა უარი ისეთი კანონების მიღებაზე, რომლებიც საქართველოს მოსახლეობასაც არ სურს, რომ ქვეყანაში მოქმედებდეს.

 

 

ევროკავშირში ძალიან სერიოზული და საინტერესო პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. მაგალითად, მოულოდნელი არჩევნები ჩატარდა ნიდერლანდებში, სადაც გაიმარჯვა პარტიამ, რომელსაც ერთ-ერთ პირველ ამოცანად აქვს ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესის ინიცირება. ძალიან საინტერესო არჩევნები იქნება ბელგიაში, სადაც, ასევე, ულტრამემარჯვენე პარტია ლიდერობს, რომელთაც, საერთოდ, საკუთარი ქვეყნის ორად დაყოფის იდეა აქვთ. იტალიაში უკვე ჩატარდა არჩევნები და ძალიან საინტერესო, მემარჯვენე პრემიერ-მინისტრი ჰყავთ და ა.შ. შესაბამისად, ევროკავშირის გადამეტებული დემონიზაცია არავის სჭირდება - იქ ისედაც მიმდინარეობს ის პროცესი, რომლითაც ყველას ძალიან კარგად ესმის, თუ რა უშლის ხელს მათ იდენტობას, ტრადიციებს, სარწმუნოებას და ა.შ. ამიტომ არის გაძლიერებული ულტრამემარჯვენეთა მოძრაობები, რომლებიც, ამა თუ იმ ქვეყნებში, იღებენ ხელისუფლების სადავეებს ხელში და საკუთარ ქვეყანას მათთვის და ქვეყნისთვის უფრო მისაღები კანონებით უვლიან.

 

 

ისეთი არაფერი უნდა მიიღო, მათ შორის, არც კანონი, რაც შენს საბაზისო ფასეულობებს აკნინებს და საფრთხის ქვეშ აყენებს. არის ევროკავშირის წევრი ქვეყნები (ბულგარეთი, ლიეტუვა, სლოვაკეთი, ავსტრია, უნგრეთი, რუმინეთი და ა.შ), რომელთაც არ მიიღეს ის კანონები, რომლის მიღებაც საქართველოშიც ეშინიათ. გასაგებია თუ რაზე ვსაუბრობ“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner