„ეს პარტია, თავისი დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად დარჩა“ - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.
„კარგია, როდესაც დესტრუქციული ოპოზიცია ნელ-ნელა კარგავს პოლიტიკურ წონას და ეს საშუალებას აძლევს პერსპექტივაში ნორმალური ოპოზიციის გაჩენის ალბათობის გაზრდას" - აღნიშნა ქადაგიშვილმა.