საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში ბიზნესი არ აქვს.
„ბიზნესი საქართველოში არ მაქვს. ჩემს ფულს მთლიანად საქართველოს ვახმარ. ეს მითქვამს რამდენჯერმე, მაგრამ ჟურნალისტები ყურადღებას არ აქცევენ არასოდეს. ჩემი ხარჯების 98-99%, რასაც ვხარჯავ ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, იქიდან მხოლოდ 1- 2 პროცენტი თუ მიდის ჩემს საკუთარ ოჯახსა და ჩემს საკუთარ მოხმარებაზე, დანარჩენი მიდის საერთო მოხმარებაში. სულ მცირე 90 პროცენტს ჩემი ქონების ისევ ჩემს ქვეყანას მოვახმარ. სამწუხაროდ, ბიზნესის სახით ეს ვერ მოვახერხე, მაგრამ ახლა უნივერსიტეტი და სამეცნიერო ცენტრი, რაც თბილისში დაფუძნდა, მილიარდ ევროზე მეტი დაჯდება", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.