logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: როცა ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი ხალხმა მოიპოვა და ხელისუფლება არაფერ შუაშია არაა, ამის საპასუხოდ ვიტყვი, რომ სწორედ ეს ხალხი ირჩევს ამ ხელისუფლებას და ეს ხალხი აძლევს მანდატს ხელისუფლებას
- +

19 დეკემბერი. 2023. 12:21

 

 

„გამორიცხულია, საქართველო  გამოყენებული იყოს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, მაგრამ პარალელურად, ისეთ სანქციებს, რომელიც ხალხს დააზარალებს და დააზიანებს ჩვენ არ ვუწესებთ არავის“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.

 

მისი თქმით, ხალხის ერთიანობა ჩანს არჩევნებზე და სწორედ ამ  ხალხის მიერ მიცემული მანდატით მოქმედებს მერე ხელისუფლება.

 

„ხალხის ერთიანობა ისედაც კარგად ჩანს ყველა არჩევნებზე. როცა ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი ხალხმა მოიპოვა და ხელისუფლება არაფერ შუაშია არაა, ამის საპასუხოდ ვიტყვი, რომ სწორედ ეს ხალხი ირჩევს ამ ხელისუფლებას და ეს ხალხი აძლევს მანდატს ხელისუფლებას, რომლითაც ის მერე მოქმედებს, ევროკავშირში გაწევრიანებისთვისაც, ქვეყნისთვის ომის თავიდან არიდებისთვის, სანქციებთან დაკავშირებით მტკიცე და პრინციპული პოზიციით.

 

გამორიცხულია, საქართველო  გამოყენებული იყოს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, მაგრამ პარალელურად, ისეთ სანქციებს, რომელიც ხალხს დააზარალებს და დააზიანებს ჩვენ არ ვუწესებთ არავის.

 

 უცებ აღმოჩნდა, რომ ევროკავშირის წევრი და ნატოში ახალი მიღებული ქვეყნის (ფინეთი) გავლით 3500 სამხედრო დრონი მიეწოდა რუსეთს, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ. უცებ აღმოჩნდა, რომ ათეულობით მაკომპლექტებელი ნაწილი არის ამერიკულ რაკეტებში, "კინჟალებში" თუ სხვა იარაღებში, რომლითაც უკრაინას ბომბავენ, რომელიც აშშ-ში და დასავლეთის ქვეყნებში არის წარმოებული. მსგავს ვერაფერს ნახავენ საქართველოში. სამჯერ გაიზარდა რუსეთიდან ურანის ექსპორტი აშშ-ში. ნავთობი და გაზი ვითომ შემცირდა და ამ დროს  პარალელური გზებით შედის. ყველამ კარგად იცის, რომ ეს რუსული გაზი და ნავთობია.

 

დასავლეთიდან შედის რაკეტების მაკომპლექტებლები, დრონები და დრონების მაკომპლექტებლები. ირანს რამის ომის გამოუცხადეს, თურმე ირანი აწვდისო და უცებ აღმოჩნდა 3500 სამხედრო დრონი შესულია ფინეთიდან“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner