logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილმა საჯარო მოხელეებს პროფესიული დღე მიულოცა
- +

19 დეკემბერი. 2023. 12:59

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საჯარო სამსახურში დასაქმებულებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

 

„მინდა, განსაკუთრებული პატივისცემით მოგმართოთ საქართველოს საჯარო მოხელეებს. დღეს თქვენი პროფესიული დღეა.

 

ევროკავშირის კანდიდატად საქართველოს დასახელებამ მთელი ჩვენი ქვეყანა გაახარა. თქვენ განსაკუთრებული მისია შეასრულეთ ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღწევაში. ამიტომ ხალხისა და პარლამენტისგან არა მარტო მილოცვას, არამედ დიდ და განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებთ.

 

ჩვენი ევროპელი პარტნიორები განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავენ საქართველოს საჯარო სამსახურის მაღალ პროფესიონალიზმს და სამოქალაქო პასუხისმგებლობას.

 

ყოველი თქვენგანი არის საქართველოს მომავლის შემოქმედი, ჩვენი ქვეყნის წინსვლის ავტორი და სამშობლოს პატრიოტი.

 

კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას გიხდით და დიდ სამომავლო გამარჯვებებს გისურვებთ“, -წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner