„არ მგონია, რომ ნინო ბურჯანაძეს დიდი შანსები აქვს", - ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„უბლოკო სტატუსი, მე მგონი, ცოტა ბლეფია. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული მიმართულება არჩეული, რაშიც არა მარტო „ქართული ოცნება", არამედ, ჩემი აზრით, მთელი საზოგადოებაა შეთანხმებული, რომ ჩვენი მიმართულება კონკურენციის გარეშე არის ევროპა, ევროკავშირი და ევროატლანტიკური სივრცე. ქალბატონ ნინოს შანსებს რაც შეეხება, არ მგონია, რომ დიდი შანსები აქვს. რუსეთთან რომ ურთიერთობის დალაგება გვინდა, ამას ჩვენც ვამბობთ. დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დავალაგოთ, მაგრამ არა დაკარგული ტერიტორიების ხარჯზე. ამაში ნინო ბურჯანაძე ვერ არის გამორჩეული", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.