„ნაციონალური მოძრაობისთვის" პოლიტიკური აღსასრული დადგა“ - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„აბსოლუტურად ფარისევლურია მცდელობები, წარმოაჩინონ, თითქოს, რაღაც სოლიდურ პარტიად გამოიყურებიან. სინამდვილეში, ყველა კარგად ხვდება, რომ ამ პარტიისთვის, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" სახელით ვიცნობთ, პოლიტიკური აღსასრული დადგა" - აღნიშნა სარჯველაძემ.