„ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არ არის ადამიანებში, ვინ რას მართავს, რომელ დეპარტამენტს და რაიონულ ორგანიზაციას, ნაცმოძრაობის პრობლემა მის ფილოსოფიაშია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ეფუძნება არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არამედ სხვა ქვეყნების ინტერესებს, მათ შორის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ინტერესებს“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.