2023 წლის განმავლობაში, დაცულ ტერიტორიებზე უწყვეტად მიმდინარეობს სამუშაოები ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის მიმართულებით, რომლის შედეგად, მოგზაურობა კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა, გადაცემაში „ბიზნესპარტნირი“ მიმდინარე წლის მნიშვნელოვაბი საკითხები განიხილა ეკოტურიზმის მიმართულებით. „როდესაც ვსაუბრობთ ეკოტურიზმის განვითარებაზე, პირველ რიგში, მოვიაზრებთ ხელმისაწვდომობის გაზრდას. საქართველოში 100 დაცული ტერიტორია გვაქვს, რომლიდანაც მხოლოდ რამდენიმე დაცული ტერიტორიაა ხელმისაწვდომი და ფართოდ პოპულარული საზოგადოებაში. პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სააფლია და სხვა. თუმცა, არსებობს ტერიტორიები, რომლებიც ჯერ კიდე აღმოუჩენელ სასწაულს წარმოადგენს. ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ფართო მასებს, ვისაც არ ეკომფორტულება ველურ ბუნებაში მოგზაურბა, და ურჩევია კეთილმოწყობილ მცირე ბილიკზე გაისეირნონ, ამის შესაძლებლობა მივეთ. სწორედ ამიტომ, მივყვებით იმ სწორ პოლიტიკას, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების მიერაა აღიარებული, და ვიცავთ იმ ოქროს შუალედს, რომელიც გადის ბუნების კონსერვაციასა და ეკოტურიზმის განვითარებას შორის“ -აღნიშნა თამარ ხახიშვილმა გადაცემაში სტუმრობისას.
ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს მარტვილის კანიონის სახით, რომელიც 2015 წლამდე, სანამ ტერიტორია მოეწყობოდა, საზოგადოების ფართო მასები ვერ სტუმრობდნენ, იქიდან გამომდინარე რო არ იყო ინფრასტრუქტურა. მისი განვითარების შემდეგ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასიათასობით ვიზიტორი სტუმრობს მას. სწრედ ეს მიდგომა გვაქვს სხვა დაცული ტერიტორიების განვითარებაზე საუბრისას.
საერთაშორისოდ აღიარებული ფაქტია, ამერიკის ეროვნული პარკების სამსახურის მიერ დათვლილი და გამოქვეყნებული სტატისტკა, რომ ყოველ ინვესტირებულ 1 დოლარს ადგილობრივი მოსახლეობისთვის 10 დოლარი მოყვება ეკონომიკური სარგებელი. ეს არის არაპირდაპირი სარგებელი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ახალი შესაძლებლობების გაჩენის მეშვეობით ეძლევა.
მაშინ, როდესაც პოპულარულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა მაღალ რიცხვს აღწევს, ჩვენ ვცდილობთ ნაკადები გადავამისამართოთ და პოპულარობა მოვუტანოთ ისეთ დაცულ ტერიტორიებს, რომელიც ამ ეტაპზე არ არის დატვირთული. თუ ვსაუბრობთ პრომეთეს მღვიმეზე, მარტვილის კანიონზე, რომლებსაც 200 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს წლის განვმლობაში, უნდა მოხდეს ნაკადების გადამისამართება ისეთ დაცულ ტერიტორიებზე, რომლებიც მდებარეობს სიახლოვეში და არანაკლები პოტენციალი აქვს.
ასეთი მაგალითია ბალდის კანიონი, რომელიც მიმდინარე ეტაპზე დაცული ტერიტორეიბის სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრიორიტეტია.
ბალდის კანიონი, ესაა ჯერ კიდევ აღმოუჩენელი სილამაზე საზოგადოებისთვის, რომელიც ცალსახად შევიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ ერთეული ადამიანისთვისაა ცნობილი, ძირითადად ადგილობრივისთვის.
ბალდის კანიონის შემთხვევაში, ვფიქრობთ, მოხდეს იმ მინიმალური ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც სრულ ჰარონიაშია ეკოტურიზმის განვითარებასთან, ასევე, საზოგადოებას მივცეთ საშუალება წვდომა ჰქონდეს ამ ტერიტორიასთან: მოვაწყოთ საინტერესო ატრაქცია, რომელიც, ერთი მხრივ, მოგზაურობის, მეორე მხრივ, კი ახალი შთაბეჭდილების შექმნის შესაძლებლობას მისცემთ, რაც სწორედ საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს.
ბალდის კანიონზე შეიქმნება პირველი როლერი, რომელიც სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის და უკვე საზოგადოების უფრო ფართო მასებს მიეცემა საშუალება ბუნებით დატკბნენ, შეიქმნება ბილიკები.
ჩვენი ამოცანაა, პირვლ რიგში, მოვახდინოთ საზგადოების ცნობიერების ამაღლება ამ საიტის შესახებ და პოპულარიზაცია, შემდეგ კი ადგილობრივ მოსახლეობას მივცეთ ახალი შესაძლებლობები განავითარონ ეს ტერიტორიები, სხვადასხვა მომსახურების შეთავაზებითა და გაწევით. ჩვენ მზად ვართ მათთან ერთად ვიმუშაოთ ტრენინგების კუთხით, მცირე გრანტების მოზიდვის შესაძლებლობებზე რათა მცირე ბიზნესის განვითარება დაიწყონ და ის საუკეთესო პრაქტიკა, რაც მარტვილის კანიონზე, მტირალას ეროვნულ პარკში და სხვა დაცულ ტერიტორიებზეა, მოხდეს ბალდის კანიონზეც.
ხაზი უნდა გაესვას, რომ მარტვილის კანიონი, როგორც ეკოტურიზმის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის აღიარებული და ამას მოწმობს ის ჯილდოები, რომელიც კანიონმა მოიპოვა სხვადასხვა დროს: „ევროპის საბჭო“, „ევროპის ლანდაფტების კონვენცია“, „საერთაშორისო ტურიზმის დაიჯლდოება“.. არაერთი ჯილდო აქვს მიღებული მარტვილის კანიონს, მხოლოდ იმ დამსახურებით, რომ ბიომრავალფეროვნება ამ ტერიტორიაზე არის უნიკალურად შენარჩუნებული, მეორე მხრივ, კი, ჰარმონიულად არის განვითარებული ეკოტურიზმის პრიციპებთან ერთად.