ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონალურ მედიასთან" მოძალადე ხელისუფლებაზე ისაუბრა, რომელიც არსებობს მსოფლიოში და ძალის გამოყენებაზე, რომლის უფლებაც მხოლოდ ხელისუფლებას გააჩნია.
„მხოლოდ ხელისუფლებას აქვს ძალის გამოყენების უფლება. პოლიციას, ჯარს - ყველაფერს ხელისუფლება მართავს. კონსტიტუციურად ძალის გამოყენების უფლება აქვს ხელისუფლებას. კანონიერად აქვს ძალის გამოყენების უფლება გარკვეულ შემთხვევებში, რაც ძალიან ხშირად არ არის დაბალანსებული დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ჩამოუყალიბდა მოძალადის იმიჯი",- განაცხადა ივანიშვილმა.