logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: სამწუხაროდ ხელისუფლებას ჩამოუყალიბდა მოძალადის იმიჯი
- +

12 სექტემბერი. 2016. 16:17



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონალურ მედიასთან"   მოძალადე ხელისუფლებაზე ისაუბრა, რომელიც არსებობს მსოფლიოში და ძალის გამოყენებაზე, რომლის უფლებაც მხოლოდ ხელისუფლებას გააჩნია.


„მხოლოდ ხელისუფლებას აქვს ძალის გამოყენების უფლება. პოლიციას, ჯარს - ყველაფერს ხელისუფლება მართავს. კონსტიტუციურად ძალის გამოყენების უფლება აქვს ხელისუფლებას. კანონიერად აქვს ძალის გამოყენების უფლება გარკვეულ შემთხვევებში, რაც ძალიან ხშირად არ არის დაბალანსებული დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ჩამოუყალიბდა მოძალადის იმიჯი",- განაცხადა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner