logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილს დავესესხები - მადლობა ბიძინა ივანიშვილს!
- +

19 დეკემბერი. 2023. 15:35

 

 

შარშანწინ, ზუსტად ამ დროს პრემიერის საანგარიშო გამოსვლაზე პატარა წერილში ჩავტიე ჩემი ნაფიქრი.

 

ვფიქრობ, შარშანწინაც ყველასთვის ადვილად გასაგებ ენაზე ვთქვი ჩემი სათქმელი და თუ საჭირო იქნება, გაისადაც ვიტყვი.

 

არ მომერიდება.

 

არ მომერიდება იმის თქმა, მიუხედავად პროფესიისა, სტატუსისა და ათასგვარი „მიუხედავად იმისა“, რასაც ვფიქრობ.

 

არ მომერიდება ტაშის დაკვრა და ღიად შექება იმ ადამიანებისა, რომლებმაც უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში უსისხლოდ და ტერიტორიების დაკარგვის გარეშე გამოატარეს ჩვენი ქვეყანა.

 

***

ესაა უმთავრესი და ვთქვათ პირდაპირ: გიჟების საქმე გიჟობაა.

 

სააკაშვილმა თითქმის ყველა ფსიქიატრიული კლინიკა დახურა და კი დარბიან მისი კერპთაყვანისმცემლები ქუჩა-ქუჩა, აღმა-დაღმა, წინ და უკან...

 

ემოციები ჭარბობს ხოლმე ჩვენში და არც მე ვარ გამონაკლისი.

 

თუმცა, ვცდილობ, მშვიდი გონებით ვუყურო იმ სიბინძურეს, რასაც ვანო მერაბიშვილის, გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის ხელის თუ ჯიბის გოგო-ბიჭები კადრულობენ ბოლო წლების განმავლობაში.

 

***

არადა, როგორც შარშანწინ ვწერდი, ერთი ფსიქიატრიული კლინიკა და ახალაიას მინისტრობა მართლა ალალია ამათზე.

 

ხაბეს გნიასი მერე გენახათ.

 

წითლიძის კოტრიალი ასფალტზე მერე გენახათ.

 

და თუ ბოკუჩავას „ენაზე“ გეტყვით - „ფინიტა ლა კომედია“ მერე გენახათ.

 

მეტიც: გახარია-თვალთხარიაც აღარავის გაახსენდებოდა და თაღლითი ხაზარაძის დადებული „ლელოც“ შარშანდელი თოვლივით გაქრებოდა.

 

***

პრემიერ ღარიბაშვილის წლევანდელ საანგარიშო გამოსვლასაც თუ ყურადღებით მოუსმენთ, ნამდვილად თვალნათლივ დაინახავთ სხვაობას ღარიბაშვილისა და მერაბიშვილის პრემიერობის პერიოდებს შორის.

 

სხვაობას სადისტ ახალაიასა და ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პერიოდებს შორის.

 

მაშინ ზურაბ ადეიშვილისა და გიგა ბოკერიას  და დღეს გიორგი ლილუაშვილისა და რატი ბრეგვაძის მინისტრობის პერიოდებს შორის.

 

გიგი უგულავასა და კახი კალაძის შედარებაც ისეთივე მკრეხელობა იქნება, როგორც ირაკლი კობახიძისა და მეჩანგლე დავით ბაქრაძისა...

 

ან თეა წულუკიანი ვის შევადარო?

 

გოკა გაბაშვილს?

 

იმ გოკა გაბაშვილს, რომელმაც მომაკვდავი და იმედგადაწურული გოდერძი ჩოხელისთვის ორი წუთიც ვერ მოიცალა?

 

ან ჭიჭე ვაშაძე და გრიშა ვაშაძე როგორ შევადარო მამუკა მდინარაძეს და შალვა პაპუაშვილს?

 

მოკლედ, შორს წავალ ასე.

 

თან, რა დამიშავეთ, ამდენ სადისტს და ჯალათს ერთად რომ გახსენებთ და თან ისეთი ხალხის გვერდით, ქვეყანაზე მართლა რომ შესტკივათ გული და ნაციონალთა ბელადის მსგავსად, ქვეყნის არც ერთ მტკაველ მიწას „ქვების გროვას“ არ უწოდებენ...

 

***

თამაზ წივწივაძის მიერ შერქმეული მეტსახელი ზედგამოჭრილია ლევან ბერძენიშვილისთვის და ბერძენიშვილისეული სექტის გასაგონად ვიტყვი: დამთავრდა, ბატონებო, სოკოცუანების დრო დამთავრდა!

 

ახლა, მინიმუმ, ჭიჭესთან ერთად იწუწაოთ და მაქსიმუმ - ხაბეიშვილმა გამეცადინოთ ვოკალში.

 

სხვანაირად თქვენი საშველი არ არის და თუ გინდათ, მომკალით.

 

***

პრემიერის წლევანდელ საანგარიშო გამოსვლაზე მინდოდა ორი სიტყვის თქმა და სიტყვა გამექცა.

 

თან ისე გამექცა, როგორც გიულევიჩი გაიქცა გორში, 2008 წლის აგვისტოში.

 

მომიტევეთ და, თუ ვინმეს გაკეთებულის დანახვა უნდა, ბრმა უნდა იყოს, ვერ ხედავდეს.

 

მოსმენა თუ უნდა, ყრუ უნდა იყოს, ვერ ესმოდეს.

 

ანუ, ამ წერილს ჭკუამხიარულთა და დაუნახავთა გასაგონად არ ვწერ.

 

თქვენ კი, ჩემსავით მადლიერო მკითხველო, სადაც საჭიროა, მადლობის თქმაც არ დაგვეზაროს.

 

„მამალმა წყალი დალია და ღმერთს ახედაო“ - ნათქვამია და ჩვენც ავხედოთ უფალს და მადლობა შევწიროთ ახლა უკვე ევროპული აწმყოსთვის.

 

***

მაგრამ, დამეთანხმეთ - გენიოსი იყო ჭაბუა ამირეჯიბი, - მომაკვდავს, ბიძიკო, სანთლების და აღსარების მეტი არ უშველის არაფერიო, - როცა ათქმევინა დათა თუთაშხიას.

 

აბა, ნაცვლიშვილის, სამადაშვილისა და წითლიძის შემხედვარე, სხვას რას იფიქრებს კაცი?!

 

თუ არ გჯერათ, გირჩი ააგდეთ და ლიაკა ხოშტარიას მეტი თუ ვინმე შეუშვერს თავს, კი ნახავთ თქვენც.

 

P.S.

ირაკლი ღარიბაშვილს დავესესხები.

 

მადლობა ბიძინა ივანიშვილს!

 

დიახ, მადლობა, რომ ისევ გივია თარგამაძის ნაჩუქარ ჰაერს არ ვსუნთქვათ და სულიც ვერ ამოგვხადა დღემდე.

 

მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომ რეპორტიორის პროფესიისა და საერთოდ, ჟურნალისტიკის  საშიშ და ასაკრძალ პროფესიათა ნუსხაში შეყვანა ვერ მოასწრეს ლევან რამიშვილმა და კომპანიამ.

 

მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომ სააკაშვილის ისტორიადქცეული ფრაზა „ადგილზე ლიკვიდაცია“, თითოეულ ჩვენგანს რომ რეალურად ემუქრებოდა, სისრულეში ვერ მოიყვანეს კოდუებისა და ახალაიების ზონდერებმა!

 

დიახ, მადლობა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს, კახი კალაძესა და მამუკა მდინარაძეს, ვახტანგ გომელაურსა და გიორგი ლილუაშვილს...

 

მადლობა „ქართულ ოცნებას“ და თითოეულ იმ მოხელეს ჩვენთან თუ უცხოეთში, რომელთა დაუღალავი შრომის შედეგიცაა ბრძოლაც ევროპისთვის და რაც მთავარია, მადლობა თითოეულ მათგანს იმ სიმშვიდისთვის, ბუჩაში რომ არ ვათენებთ ღამეს და მარიუპოლში არ ვიღვიძებთ გათენებისას!

 

უმადურობა უხიაგი საქმეა და არც მე ვთვლი თავს უმადურ ადამიანად.

 

ამიტომაც დაიწერა ეს წერილი.

 

რაც გსურთ, ის დაარქვით ამ სამადლობელს.

 

მე კი მარტინ ლუთერს მოვიხმობ: „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!“

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner