logo_geo
eng_logo
მთაწმინდის რაიონის გამგებელმა 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
- +

19 დეკემბერი. 2023. 17:03

 

 

მთაწმინდის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2023 წლის განმავლობაში  რაიონში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

 

გამგებლის განცხადებით, მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში, 45 740 კვ.მ ფართობის გზის საფარი, აქედან შემოერთებულ ტერიტორიებზე 4 ქუჩა შეკეთდა კაპიტალურად; აშენდა გრუნტის დამჭერი 6 კედელი. სხვადასხვა კეთილმოწყობის სამუშაოები  ჩატარდა 120 მისამართზე; გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 550 მისამართზე ჩატარდა. გარდა ამისა, მოეწყო და რეაბილიტირდა 6 დასასვენებელი და საბავშვო გასართობი სივრცე.

 

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ტაბახმელაში, მულტიფუნქციური სივრცის მშენებლობა დაიწყო, რის შედეგადაც 4 სპორტული მოედანი მოეწყობა.

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2023 წლის განმავლობაში 110 პროექტი განხორციელდა. მათ შორის, კაპიტალურად გამაგრდა 3 ავარიული საცხოვრებელი სახლი, რომელთაგან 2 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია. 45 მისამართზე სახლის სახურავი შეიცვალა,  წყალარინების ქსელი  20 მისამართზე შეიცვალა, ხოლო ლიფტების რეაბილიტაცია 13 მისამართზე განხორციელდა.

 

მოსახლეობის ჩართულობით გაიმართა სხვადასხვა სახის 7 კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება;

 

მიმდინარე წლის განმავლობაში გამგეობის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტებისთვის ჯამში, 21 182 390  ლარი დაიხარჯა.

 

დავით კირკიტაძემ ადგილობრივ მოსახლეობასა და სახელმწიფო უწყებებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

 

მან, ასევე,  2024 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა. ასევე, მისი თქმით, მომავალ წელს იგეგმება ბიუჯეტის გაზრდა, რომლის საშუალებით კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელება იქნება შესაძლებელი.

 

მთაწმინდის გამგეობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ზურაბ აბაშიძე და დედაქალაქის მთავრობის წევრები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner