ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან ნათია გოლიაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
„დღეს, ჩემს მოადგილესთან ერთად, სოციალური პრობლემების მქონე ოჯახები მოვინახულე და მათ საჭიროებებს პირადად გავეცანი. ვიცი, რომ კიდევ არაერთი ოჯახი ელოდება მერიისგან მხარდაჭერას და მაქსიმალურად შევეცდებით, მომავალშიც მათ გვერდით ვიყოთ. ზრუნვა თანამოქალაქეებზე, მათ პრობლემებზე რეაგირება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ!“ - აღნიშნა ოზურგეთის მერმა.