logo_geo
eng_logo
ხავიერ კოლომინა: მჯერა, რომ შექმნილი მომენტის გამოყენება გაგრძელდება, რაც დაეხმარება ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას
- +

19 დეკემბერი. 2023. 20:20

 

"ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ისტორიული პროცესია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ის ასევე დაეხმარება საერთაშორისო საზოგადოებას, დაეხმაროს საქართველოს," - ამის შესახებ ხავიერ კოლომინამ განაცხადა. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური გზაზე წინსვლა არის თავად ალიანსის მოკავშირეებშიც.

 

 

მჯერა, რომ ჩვენ გამბედავები ვიყავით ღია კარის პოლიტიკის ჭრილში საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას ხელისუფლებასთან რეფორმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. ამასთან, მჯერა, რომ შექმნილი მომენტის გამოყენება გაგრძელდება, რაც დაეხმარება ნატო-სა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას. ახლა რთული სათქმელია, ეს როგორ წაადგება ორივე მხარეს, რადგან მხოლოდ რამდენიმე დღეა გასული ამ გადაწყვეტილების მიღებიდან, მაგრამ როგორც ხელისუფლებასაც ვუთხარი, გპირდებით, ძალისხმევას არ დავიშურებ საქართველოს განვითარებისთვის, რომ თუნდაც მცირედით წავიდეთ წინ ორმხრივ ურთიერთობებში, რათა ვაჩვენოთ ევროატლანტიკური გზაზე წინსვლა არის თავად ალიანსის მოკავშირეებშიც“, - განაცხადა კოლომინამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner