ალუდა ღუდუშაურმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა. საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მედიასთან გააკეთა კომენტარი.
„იქამდე რაც სრული, მარტივი ჭეშმარიტება იყო, ახლა უკვე იურიდიულ სიბრტყეზე გადავიდა და საქართველოს მიეცა დამატებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, ბერკეტი იმისა, რომ ევროპის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით საქართველო არის სრულად გამართლებული, ხოლო რუსეთის ფედერაცია სრულად არის გამტყუნებული ამ აგრესიული ომის წარმოებაში“, - განაცხადა ღუდუშაურმა.