უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ უკრაინას გაუწევს დახმარებას და საკითხი მხოლოდ თარიღებს ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ფინანსური დახმარების გაწევაზე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს.
ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა აშშ-ისგან დახმარებას მიიღებს.
"დარწმუნებული ვარ, რომ აშშ არ გვღალატებს და ის, რაზეც შევთანხმდით, სრულად განხორციელდება", - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
"მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ბაიდენთან და სენატორებთან ვიპოვე ურთიერთგაგება. ორივე მხარეს შევხვდით. ვნახოთ. საკითხი თარიღებს ეხება", - დასძინა მან.