logo_geo
eng_logo
პაატა ნაცვლიშვილი: ასე იყო დღესაც, ოთარ იოსელიანის დაკრძალვაზე...
- +

20 დეკემბერი. 2023. 00:07

 

 

გამოჩენილი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, პაატა ნაცვლიშვილი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

 

"ჰოდა, ახლა თავად ვარ მოწმე

 

ჰოდა, რატომღაც გადაჭარბებული მეგონა, როცა ვკითხულობდი, რომ რომელიმე გამოჩინებული თანამემამულის დაკრძალვას სულ რამდენიმე ადამიანი დაესწროო. არადა, ახლა თავად ვარ მოწმე ასეთი შემთხვევებისა. ასე იყო დათო წერედიანის შემთხვევაში, ასე იყო მიშა კობახიძის შემთხვევაში... და აი, დღესაც – ოთარ იოსელიანის დაკრძალვა.

 

ჰოდა, თუ პაოლო იაშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის დროს ამის მიზეზი საყოველთაო შიში და სახელმწიფო ტერორი იყო, ახლა ხომ ვართ უშიშრები და დამოუკიდებლები?! თუ მაშინ საკუთარი აზრის გამოხატვა რაგინდარა ფორმით, სახიფათო იყო, ახლა ხომ ვცემთ პატივს გამოხატვის თავისუფლებას? თუ მაშინ საბჭოთა იმპერიის წნეხში ვიხრჩობოდით, ახლა ხომ ვართ ევროპასტატუსმონიჭებულები?

 

ჰოდა, ფართო საზოგადოებაზე არაფერს ვიტყვი, ქართულ კინოში დღეს დასაქმებული გოგო-ბიჭები მაინც სადღა იყვნენ თავისი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტით, თავისი კინოცენტრითა თუ უკინოცენტროდ? ერთ-ორ მათგანს თუ მოვკარი თვალი იმ ორიოდე ათეულ ჭირისუფალში. გაიგებენ კი ოდესმე, რომ ოთარ იოსელიანი მათაც მოუკვდათ?! როგორც თუნდაც კინოს მუშაკებს?! როგორც თუნდაც ქართველებს?! - წერს პაატა ნაცვლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner