logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რა ინფორმაციაც გვაქვს ევროპელი პარტნიორებისგან, მომავალი წლის დეკემბერში ევროკომისიის და ევროპული საბჭოს დონეზე იგეგმება საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხის განხილვა
- +

20 დეკემბერი. 2023. 00:35

 

 

„უკრაინას და მოლდოვას შარშან ივნისში მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და წელიწად-ნახევარში გახსნეს მოლაპარაკებები. ჩვენს შემთხვევაში ვფიქრობთ, უფრო მალე გაიხსნება მოლაპარაკებები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

 

„რა ინფორმაციაც გვაქვს უშუალოდ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, დეკემბერში იგეგმება ამ საკითხის განხილვა ევროკომისიის და ევროპული საბჭოს დონეზე. ანუ, სტატუსის მინიჭებიდან ერთ წელიწადში, საუბარია მომავალი წლის დეკემბერზე. ერთ წელიწადში უკვე უნდა გადაწყდეს. დაწყებულია მუშაობა და იმედი გვაქვს, ერთ წელიწადში მოლაპარაკებები გაიხსნება“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner