logo_geo
eng_logo
დღეს ხავიერ კოლომინა ილია დარჩიაშვილს შეხვდება
- +

20 დეკემბერი. 2023. 10:24

 

 

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედრას დღეს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს. ხავიერ კოლომინას უკვე ჰქონდა აუდიენციები ქვეყნის პრემიერთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და თავდაცვის მინისტრთან.

 

ოფიციალური შეხვედრების შემდეგ მან მედიის კითხვებსაც უპასუხა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს კანდიდატის სტატუსს ულოცავს. „ისტორიული მომენტია საქართველოსთვის“ - ამ სიტყვებით დაიწყო კოლომინამ ვიზიტის შეჯამება.

 

მიმდინარე წელს საქართველოს ის უკვე მეორედ ესტუმრა და საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგით. ვიზიტს მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ აღნიშნული ვიზიტი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner