logo_geo
eng_logo
„ვიდეოს განსაკუთრებული მომენტი დავამატეთ... სიყვარულით, ბრაზილიიდან...“ - ბერა ახალი კლიპით დაბრუნდა
- +

20 დეკემბერი. 2023. 11:02

 

 

ჩვენ დავბრუნდით“, - რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში გამოჩნდა.

 

რეპერი ინსტაგრამზე პოსტს და ახალი კლიპიდან კადრებს ავრცელებს, რომელშიც მისი მეუღლე, ნანუკა გუდავაძე და შვილები, ბერუკა და დადუ ჩანან.

 

შობა სანაპიროზე“ - ახლა გამოვიდა YouTube-ზე!

 

ლამაზმა ქალაქმა რიო-დე-ჟანეირომ და ბრაზილიელი ხალხის სითბომ უთვალავი მოგონება დაგვიტოვა იმ ორი წლის განმავლობაში, რაც აქ ვიცხოვრეთ. მინდოდა ამ ემოციების აღბეჭდვა ჩემს ახალ მუსიკალურ ვიდეოში.

 

ლოგიკურია, ჩვენი ბიჭის, დადუს სახე გამოაშკარავდეს, მის დაბადების ქალაქში, ამიტომ ვიდეოს ბოლოს განსაკუთრებული მომენტი დავამატეთ. სიყვარულით ბრაზილიიდან!“, - წერს ბერა სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, ბერა ივანიშვილს და ნანუკა გუდავაძეს ორი შვილი, ბერუკა და დადუ ჰყავთ. წყვილს მეორე ვაჟი, მარტში შეეძინა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner