ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით ომის დაწყებიდან გაკეთებულ განცხადებებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ შეიცვალა წლიდან წლამდე ქვეყნის პრეზიდენტის განწყობა და შესაბამისად, განცხადებები.
„ვოლოდიმირ ზელენსკი. ვილნიუსი. 2023 წლის 12 ივლისი. „ჩვენ ნამდვილად მივიღეთ ერთობა და ლიდერებმა მხარი დაუჭირეს უკრაინას. ჩვენ მხარს ვუჭერდით ერთმანეთის დარწმუნებას, რომ უკრაინა ცალსახად NATO-ში იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს შესაძლებელი გახდება ამ მხარდაჭერით და უკრაინა-NATO-ს საბჭოს სხდომაზე თითოეული ლიდერის განცხადებით - როგორც კი უსაფრთხოების მდგომარეობა დასტაბილურდება. აი, მაშინ, მჯერა, რომ ჩვენ ვიქნებით NATO-ში".
ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი. 2023 წლის 19 დეკემბერი. წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია. „უკრაინას NATO-ში ჯერ არ იწვევენ. ჩვენ ვიცით, რომ NATO-ში გაწევრიანება ჩვენთვის ყველაზე ძლიერი ვარიანტია ახლა. ჩვენ არ გვიწვევენ NATO-ში და სიგნალები ნაწილობრივ მონაწილეობასთან დაკავშირებით, გულწრფელად რომ ვთქვათ, სისულელეა". ვოლოდიმირ ზელენსკი. 2024 წლის გაზაფხული?“ - წერს ფეისბუკში დავით ქართველიშვილი.