logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ვაშაძე და ხაბეიშვილი რომ გაუშვა, ხან NDI-ს ოფისში შევარდებიან, ხან IRI-ს, ვიცით, კიდევ სადაც უნდათ შევარდნა
- +

20 დეკემბერი. 2023. 14:04

 

 

“ვაშაძე და ხაბეიშვილი რომ გაუშვა, ხან NDI-ოფისში შევარდებიან და დახევენ დასკვნებს, ხან IRI-ოფისში შევარდებიან და ვიცით, კიდევ სადაც უნდათ შევარდნა, მაგრამ იქ დღემდე ვერ ბედავენ”, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

"მათ მოსაზრებებს არანაირი ფასი არ აქვს. ორმაგი და ათმაგი სტანდარტი ამ ადამიანების ერთ-ერთი მთავარი "ღირებულება" არის და რჩება.

 

ის, რომ ამ ადამიანების რეიტინგს უკვე პულსი არ ესინჯება, დამსახურებული და კანონზომიერია, ვინაიდან არ დაუმსახურებიათ, რომ მათ რაიმე სახის მხარდაჭერა ჰქონდეთ და, ფაქტობრივად, საკუთარი ამომრჩევლის გადაგდებით და მოტყუებით გამოიჩინეს თავი, არათუ, ზოგადად, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლითა და მტრობით. შესაბამისად, დაელოდონ 2024 წლის არჩევნებს და მათი რეიტინგი კიდევ უფრო დაბალი აღმოჩნდება,"- აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ NDI-ს ბოლო კვლევა არასწორადაა ჩატარებული და რეალობას არ ასახავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner