პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თვითონვე ხედავს, რომ ვერცერთი მისი იდეა ხორცშესხმას ვერ პოულობს.
„ეს არის მისი ახალი იდეები. ჩვენ ვნახეთ, რომ მისმა წინა იდეებმა არანაირი შედეგი არ გამოიღო. კვლავ ეს არის მცდელობა, რომ მისი მხრიდან გაჟღერებული პოზიციები და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია როგორღაც აქტუალური იყოს, თუმცა სააკაშვილი თვითონვე ხედავს, რომ ვერცერთი ეს იდეა ხორცშესხმას ვერ პოულობს, იმიტომ, რომ მას მხარდამჭერები დღითიდღე აკლდება. მისთვის სასამართლოში მონაწილეობა კამპანიის გამოსაყენებული პლატფორმა გახდა“, - აღნიშნა მიქანაძემ.
მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ.