logo_geo
eng_logo
აგონიაში მყოფი გიგა კობალაძე მორიგ სიყალბეში ამხილეს
- +

20 დეკემბერი. 2023. 15:17

 

 

საზოგადოება შეეჩვია, რომ ქართველ ავტორთა კუთვნილი მილიონობით ლარის უკანონო მითვისება-გაფლანგვაში მხილებული გიგა კობალაძე სიმართლეს პრაქტიკულად არასდროს ლაპარაკობს. მხოლოდ სიცრუით, ინტრიგებით, ყალბი ბრალდებებით და უხეში ცილისწამებით ცდილობს საავტორო უფლებათა მართვის სფეროში მრავალწლიანი მონოპოლიური მდგომარეობის შენარჩუნებას, რისი დამანგრეველი შედეგებიც რამდენიმე თვის წინ გასაჯაროვდა ასოციაციაში ჩატარებული ორი დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების შედეგად.

 

მაგრამ ის, რაც ორიოდე დღის წინ „საავტორო უფლებათა ასოცოაციის“ ოდიოზურმა თავმჯდომარემ იკადრა, მისთვისაც კი, უპრეცედენტოა და, დიდი ალბათობით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.

 

„მერამდენე უკანანო კრება  უნდა ჩანიშნოს და მერამდენედ დაუხარვეზოს რეესტრმა - ვეღარც კი ვითვლი.  მგონი მეათეა…“ - აცხადებს, GCA-დან უკანონოდ გარიცხული ავტორ-შემსრულებელი დათო ევგენიძე.

 

რამდენიმე დღის წინ გიგა კობალაძემ მერამდენედ სცადა იმიტაციური კრების ჩატარება - საკუთარ კაბინეტში შეკრიბა რამდენიმე ავტორი და კრება ჩატარებულად გამოაცხადა, ხოლო ამ კრების ჩატარების შესახებ ანონსი, რომლის კრებამდე ორი კვირით ადრე გამოცხადების ვალდებულებას მას კანონი უწესებს. მხოლოდ ე.წ. „კრების“ ჩატარების შემდეგ, უკანა რიცხვით განათავსა ასოციაციის ვებგვერდზე.

 

„ბოლო კვირებია, გიგა კობალაძე, კანონის და საწესდებო მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ისტერიულად ცდილობს შექმნას ასოციაციის საერთო კრების ჩატარების იმიტაცია და ვინაიდან მან დიდი ხანია დაკარგა ასოციაციის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის ნდობა, ათასი სიცრუის მანქანით ცდილობს, არ დაუშვას კრებაზე ოპონენტი ხელოვანები და კამერულ ვითარებაში, მხოლოდ მისთვის სანდო, თითზე ჩამოსათვლელი ავტორების შინაურულ თავყრილობას დაარქვას კრება და ამ ე.წ. „კრების“ გადაწყვეტილება შეაჩეჩოს საჯარო რეესტრს რეგისტრაციისთვის, რასაც, რასაკვირველია, რეესტრი არ იზიარებს და ასეთი იმიტაციური კრებების ლეგიტიმაციას არ ცნობს“, - აცხადებს ქართველ უფლებამფლობელთა, მათ შორის GCA-ს წევრთა ადვოკატი, ლადო რაფავა.

 

ციფრულ საუკუნეში ასეთი იაფფასიანი სიყალბის აღმოჩენა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს, ავტორებმაც იმარჯვეს და დოკუმენტურად ამხილეს კობალაძე სამსახურებრივ სიყალბეში, რაც იურისტების თქმით,  უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია,

 

„აქამდე კრების შესახებ მუდამ მათი საიტის მეშვეობით ვიგებდით. ასოციაცია ვალდებულია, კრების ჩატარებამდე 2 კვირით ადრე შეკრების შესახებ დეტალური ინფორმაცია ასოციაციის ვებგვერდზე განათავსოს. ამჯერად კი ის კვლავ ჩვენს მოტყუებას ეცადა და კრების შესახებ ინფორმაცია კრების ჩატარების შემდეგ, წინა თარიღით განათავსა, შეკითხვები რომ დავსვი - მაშინვე ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება ჩემი ასოციაციიდან გარიცხვის შესახებ“, - აცხადებს, GCA-დან გარიცხული ავტორი გიორგი ვასაძე.

 

გიგა კობალაძის მიმართ ეს პირველი ბრალდება არაა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ასოციაციას ავტორთა 14 მილიონი ლარი აქვს გაფლანგული. ამ ფაქტს, ცხადია, ხელოვანების უკმაყოფილება და შეშფოთება მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ გიგა კობალაძის დაარსებულ არცერთ ასოციაციას, არც GCA-ს და არც GNRA-ს არ ენდობიან.

 

„GNRA-ც, ცხადია, გიგა კობალაძის მიერაა შექმნილი. მე თვითონ ვიყავი ამ ყველაფრის მომსწრეც და თანამონაწილეც. GNRA რომ დაგვაფუძნებინა გიგამ მე და ჩემს რამდენიმე კოლეგას - გვეგონა. ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, მაგრამ მიდგომები ზუსტად იგივე დარჩა, რაც GCA-ში იყო. ჩვენ, როგორც დამფუძნებლებს, არასდროს მიგვიღია მონაწილეობა GNRA-ის მართვაში და ვგრძნობთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ - ეს ორივე ასოციაცია არის გიგა კობალაძის შექმნილი.  ალბათ, არავის უკვირს, რომ GCA-ს შელახული რეპუტაცია, GNRA-ის მიმართაც უნდობლობას იწვევს.  მე და ჩემს კოლეგებს აღარ გვსურს, კავშირი გვქონდეს ამ ყველაფერთან, შესაბამისად, გვსურს ჩავატაროთ, რომ GNRA-ს გავაუქმოთ და  შევუერთდეთ ახალ პლატფორმას, რომელიც საქართველოს ავტორთა ინიციატივით შეიქმნა. IPOA-ის ჰონორარების დათვლის გამჭირვალე სისტემა და ევროპელი დირექტორი სფეროს განვითარების და ავტორთა კმაყოფილების გარანტი იქნება, ასე მჯერა“, - აცხადებს მერაბ სანოძე.

 

დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და როგორ დაასრულებს კარიერას „ნაციონალური მოძრაობის“ ნებიერა გიგა კობალაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner