თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე და ამავე კომისიის წევრი ირაკლი აბუსერიძე 2015 წლის სპორტული მომენტების ამსახველი ფოტოების გამოფენას და ფოტოკატალოგის პრეზენტაციას დაესწრნენ.
გამოფენაზე და ჟურნალში სხვა ფოტოგრაფებთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასა და მედიასათან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლის ნინო გელაშვილის ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი.
ღონისძიება, რომელიც ქართული სპორტის ამა თუ იმ სახეობის გაცნობა-პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, სპორტული მედიის ინიციატივითა და თბილისის მერიის დაფინანსებით ჩატარდა.
პროექტში ,,სპორტ-ფოტო" მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 26-მა სპორტულმა ფოტოგრაფმა მიიღო.
ღონისძიებას საკრებულოს წევრებთან ერთად დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მერიის წარმომადგენლები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.