logo_geo
eng_logo
სოსო შატბერაშვილი: ნათელაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეობა „ნაციონალებს“ მიჰყიდა!
- +

12 სექტემბერი. 2016. 16:33



ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრი სოსო შატბერაშვილი დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში გამარჯვებისთვის „მემარცხენე ალიანსის" სახელით იბრძოლებს. „პრაიმტაიმთან" საუბრისას შატბერაშვილმა შალვა ნათელაშვილის მიერ საკრებულოს თავმჯდომარეობის გაყიდვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნათელაშვილმა მთელი პარტია მოატყუა და ასე გაყიდა საკრებულოს თავმჯდომარეობა.


 

„ხშირად გვეკითხებიან, სად ვიყავით, როცა ნათელაშვილმა 2002 წელს გაყიდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი და ამაში აიღო 350 ათასი დოლარი. სხვა მონაცემებით - 900 ათასი დოლარი. ეს მონაცემები მოვიდა ჩვენამდე. გვარსაც გვისახელებენ, ვინ გადასცა მას ეს თანხა", - აღნიშნა შატბერაშვილმა.

 

როგორც შატბერაშვილმა „პრაიმტაიმს" განუცხადა, შალვა ნათელაშვილი ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსია, რადგან მან  შეძლო მთელი პარტიის მოტყუება.

 

„მიუხედავად იმისა, რომ მასთან დაპირისპირებული ვართ, შალვა ნათელაშვილი გახლავთ ძალიან ნიჭიერი პოლიტიკოსი, მას აქვს საოცარი უნარი, მოატყუოს ნებისმიერი ადამიანი. მან მოგვატყუა ჩვენც. ისე შეგვიფუთა საკრებულოს თავმჯდომარეობის დათმობის ფაქტი, რომ ჩვენ მას დავუჯერეთ.

 

ის ამბობდა, - სააკაშვილი მიდის ძალიან სწრაფად, პოლიტიკაში ზეაღმავალი კიბით და მას იმხელა მხარდაჭერა აქვს შევარდნაძისგან, ბიძამის თემურ ალასანიასგან, ამერიკელ მილიარდერ კერ კირკორიანისგან, ჯორჯ სოროსისგან, რომ ადვილი შესაძლებელია, სრული ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. ამიტომ, მოდით, უმრავლესობამოპოვებულმა პარტიამ საკრებულოში, დავუთმოთ თავმჯდომარის პოსტი და ამით ის გავხადოთ კანალიზაციების, ლიფტებისა და სახურავების უფროსადო, ამით ჩამოვაცილოთ დიდ პოლიტიკასო. ამის შემდეგ საკრებულოში რამდენიმე ლეიბორისტმა გადაინაცვლა და ჩვენ დავკარგეთ უმრავლესობა", - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner