პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მუხროვანის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ. შალვა პაპუაშვილს და დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლეს. სტუმრებმა სპეციალური ოპერაციების სარდლობის ახალი ბაზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ პარლამენტარებს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ახალი სამხედრო ბაზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 24 ახალი შენობის აგებასა და 3 ძველი შენობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.