logo_geo
eng_logo
„ლიბერთის“ მხარდაჭერით, უმაღლეს სასწავლებელთა შორის პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი ჩატარდა
- +

20 დეკემბერი. 2023. 18:05

 

 

„ლიბერთის“ მხარდაჭერითა და სტრატეგიული პარტნიორობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს უმასპინძლა. წელს  გამარჯვებულ გუნდებს შორის, ერთმა გუნდმა საქართველოდან ნახევარფინალურ ეტაპზე წარმატებულად იასპარეზა და მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს.

 

„დასრულდა 2023-2024 წლების სეზონის უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC – Internatimal Collegiate Prohgramming Contest) ნახევარფინალი პროგრამირებაში, ე. წ. ჩრდილო ევრაზიის ზონაში (NERC – Northern Eurasia Regional Contest) შემავალი ქვეყნების: სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გუნდებისთვის.

 

ICPC-ის ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება 42 გუნდმა მოიპოვა, მათ შორის სომხეთიდან - 12, აზერბაიჯანიდან -15 და საქართველოდან -15 გუნდი მონაწილეობდა. სასიხარულოა ის, რომ თბილისის და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტების გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს და  ფინალში გადავიდნენ. ვულოცავ გამარჯვებულ გუნდებს ასეთი მნიშვნელოვან შედეგს, რადგან ასეთ ჩემპიონატებს  წამყვანი ორგანიზაციები, როგორებიცაა: google, facebook და სხვა კომპანიები, ნიჭიერი ახალგაზრდების დასაქმების მიზნით აკვირდებიან. წარმატებას ვუსურვებ ფინალში გასულ გუნდებს, რომლებიც 2024 წელს ეგვიპტეში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებენ“, - აღნიშნავს პროგრამისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი იასონ ზარქუა.

 

„ლიბერთის“ სტრატეგიის პრიორიტეტია საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა და ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობა. წელს კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება მასშტაბური და  მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში მიგვეღო მონაწილეობა. ტრადიციულად, „ლიბერთის“ თანადგომით, პროგრამისტთა მხარდაჭერის ასოციაცია ატარებს დაპროგრამებაში სტუდენტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს, რომელიც მოიცავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს. განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ წელს ქართულმა გუნდმა გადალახა ნახევარფინალური ეტაპი და მომავალ წელს ქართველი სტუდენტები უკვე ფინალში იასპარეზებენ. „ლიბერთი“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. ყოველწლიურად ათობით ნიჭიერ ახალგაზრდას ეძლევა ჩვენს ბანკში სტაჟირების შესაძლებლობა და მათი უმრავლესობა კარიერულ წინსვლას სწორედ „ლიბერთიში“ აგრძელებს“, - აცხადებს „ლიბერთის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების დირექტორი თორნიკე ბენიძე. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner