logo_geo
eng_logo
საფრანგეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც ამკაცრებს ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკას
- +

20 დეკემბერი. 2023. 19:49

საფრანგეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც ამკაცრებს ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკას. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

 

 

კანონპროექტს მხარი დაუჭირა როგორც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიამ, ასევე მარინ ლე პენის პარტიამ.

 

 

კენჭისყრამ მაკრონის პარტიაში უთანხმოება გამოიწვია, რის შედეგადაც ჯანდაცვის მინისტრმა, ორელიან რუსომ განაცხადა, რომ გადადგომას აპირებს.

 

 

ახალი კანონმდებლობა ართულებს მიგრანტების მიერ ოჯახის წევრების საფრანგეთში ჩაყვანას და აჭიანურებს მათ წვდომას სოციალურ შეღავათებზე.

 

 

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირებისთვის, რომლებმაც სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner