logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი: თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ევროპულ პროექტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება
- +

20 დეკემბერი. 2023. 19:50

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ევროპულ პროექტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება.

 

 

"თუ ჩვენ არ შევცვლით კურსს უახლოეს დროში და არ მოვახდინეთ მთელი ჩვენი შესაძლებლობების მობილიზებას, თუ მივცემთ პუტინს შესაძლებლობას მოიგოს ომი უკრაინაში და ვერ შევაჩერებთ ღაზაში ტრაგედიას, ჩვენი პროექტი მნიშვნელოვან ზიანს მიიღებს", - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

 

 

ჟოზეფ ბორელის თქმით, უახლოეს მომავალში საკითხავი ის კი არ არის, შეუძლია თუ არა რუსეთს უკრაინის დამარცხება ბრძოლის ველზე, არამედ ის, თუ რას აკეთებს ევროპა "იმისთვის, რომ რუსეთმა ომი ვერ მოიგოს".

right_banner right_banner
არქივი
right_banner