logo_geo
eng_logo
მატეუშ მორავეცკი: ჩვენ არ დავუშვებთ პოლონეთში დიქტატურის მშენებლობას
- +

20 დეკემბერი. 2023. 21:15

პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი პოლონეთის კულტურის სამინისტროს მიერ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს, PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნას გამოეხმაურა.

 

 

"კულტურის მინისტრის უკანონო ქმედებები ცხადყოფს, რომ ხელისუფლება, რომელიც თითქოს კანონის უზენაესობაზე ზრუნავს, მას ყოველ ნაბიჯზე არღვევს. და მხოლოდ ერთი კვირაა, რაც მართავენ [ქვეყანას]. არ დავნებდებით. ჩვენ არ დავუშვებთ პოლონეთში დიქტატურის მშენებლობას", - აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner